ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორის კანდიდატურის შესარჩევი ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია

  1. ბსუ-ს აკადემიური საბჭოს დადგენილებით (06-01/22, 12.02.2026 წ.) გამოცხადდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი(შემდგომში - ,,ბსუ) ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი დირექტორის შესარჩევი ღია კონკურსი.
  2. ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა 5 წლის ვადით შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ამ ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს (ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2024 წლის 12 თებერვლის 07-01/15 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ბსუ- სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესისშესაბამისად) და რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება.
  3. დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიზნით კონკურსანტმა/კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

) პირადობის  მოწმობის ასლი;

ბ)  ფერადი ფოტო, ზომით ¾;

გ) უმაღლესი განათლების (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის) მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის  სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მიმართულებით (განსაზღვრულია ინსტიტუტის დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით) არანაკლებ 6 წლის შრომითი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (ცნობა სამუშაო ადგილიდან/შრომის წიგნაკის დამოწმებული ასლი/ საგრანტო  სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის დამადასტურებელი ან/და სხვა მტკიცებულება); 

ე) ანკეტა, შევსებული კონკურსის გამოცხადების შესახებ ბსუ-ს აკადემიური საბჭოს 2026 წლის 12 თებერვლის №06-01/22 დადგენილების N1 დანართის (ფორმის) შესაბამისად (ანკეტაში აღნიშნული დოკუმენტაცია კონკურსანტმა მატერიალური სახიუნდა წარმოადგინოს კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენ დოკუმენტაციასთან ერთად;

ვ) სამოქმედო გეგმა;

ზ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა (ცნობის მისაღებად ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე:  https://www.sa.gov.ge/p/sqesobrividanashauli).

(შენიშვნა: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება). საკონკურსო დოკუმენტაციის ელექტრონულად წარდგენის დღისათვის ნასამართლობის შესახებ ცნობა უნდა იყოს მოქმედი (კანონმდებლობის თანახმად ცნობის მოქმედების ვადა 15 დღეა).

  1. კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ბსუ–ს საარჩევნო კომისიაში (ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, ოთახი №14), 2026 წლის 02 მარტიდან  09 მარტის  ჩათვლით, უქმე დღეების გარდა, 11:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე.
  2. ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ დირექტორის კანდიდატურის შერჩევა (ფარული კენჭისყრა) ჩატარდეს 2026 წლის 11 მარტს, ბსუ-ს აკადემიური საბჭოს სამუშაო ოთახში (კენჭისყრა დაიწყება 15:00 საათზე და დამთავრდება 16:00 საათზე).
  3.  ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატურის დამტკიცების საკითხი ბსუ-ს აკადემიური საბჭოს მიერ განხილული იქნეს 2026 წლის 13 მარტის სხდომაზე (აკადემიური საბჭოს სამდივნო უზრუნველყოფს სხდომის ჩატარების ზუსტი დროის შესახებ ინფორმაციის ბსუ-ს ვებგვერდზე განთავსებას).
  4. ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატურის ბსუ-ს აკადემიური საბჭოს მიერ 2026 წლის 13 მარტის სხდომაზე დამტკიცების შემთხვევაში, მასთან გაფორმდეს შრომითი ხელშეკრულება 2026 წლის 16 მარტიდან 5 წლის ვადით (ბსუ-ს რექტორის 2026 წლის 06 თებერვლის N01-02/30 ბრძანების №1 დანართის შესაბამისად - ,,ადმინისტრაციულ თანამდებობაზე დასაქმებულთან“ გასაფორმებელი შრომითი ხელშეკრულების ფორმა).
  5. კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ საკონკურსო განაცხადი (ანკეტა) სრულად უნდა შეივსოს და თან უნდა დაერთოს საკონკურსო განაცხადში (ანკეტაში) ასახული ინფორმაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი, უფლებამოსილი ორგანოს ან პირის მიერ გაცემული დოკუმენტაცი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ბსუ-ს ოფიციალური ვებგვერდის - www.bsu.edu.ge კონკურსების ველის მეშვეობით საკონკურსო განცხადებასთან (ანკეტა) ერთად კონკურსანტებისათვის ხელმისაწვდომია გასაცნობად შემდეგი სამართლებრივი აქტები: ბსუ-ს წესდება; ბსუ-ს ეთიკის კოდექსი; ბსუ-ს შინაგანაწესი; ბსუ-ში სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკა; ბსუ-ს  წარმომადგენლობითი საბჭოს 2024 წლის 12 თებერვლის 07-01/15 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ბსუ-ს სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესი“; ბსუ-ს საქმისწარმოების ინსტრუქცია; „ბსუ-ში პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა“, ბსუ-ს ადმინისტრაციულ თანამდებობის პირთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმა. ბსუ-ს რეგულაციების სრულად ხელმისაწვდომია ბსუ-ს ვებგვერდის ველიდან „იურიდიული ცნობარი“ - https://bsu.edu.ge/sub-26/page/2-307/index.html .

დადგენილება №06-01/22

  ბსუ-ს ეთიკის კოდექსი
  ბსუ-ში პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა
  პერსონალის მართვის პოლიტიკა
  სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესი
  სექსუალური შევიწროების პრევენციის პოლიტიკა
  შინაგანაწესი
  წესდება

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა