18 ივნისი 2025 წელი
                            
							
	ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტთა მესამე ნაკადი გაემგზავრა გერმანიაში, სასტუმრო „Schlossgut Gross Schwansee“-სა და რესტორან „Prag“-ში, სასწავლო პრაქტიკის გასავლელად.
	სტუდენტებს საერთაშორისო პროექტში გამარჯვება მიულოცა ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი კორძაიამ და წარმატებები უსურვა პროფესიულ საქმიანობაში.
	სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში, სტუდენტები დეტალურად გაეცნობიან სასტუმროსა და რესტორნის მუშაობას, ჩაერთვებიან ყოველდღიურ საქმიანობაში და პრაქტიკაში განახორციელებენ თეორიულად შეძენილ ცოდნას. აღნიშნული გამოცდილება მნიშვნელოვანი მათი პროფესიული კომპეტენციების გაღრმავებისა და პრაქტიკული უნარების განვითარებისთვის.