10 ოქტომბერი 2025 წელი

ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები გერმანიიდან დაბრუნდნენ, სადაც სამი თვის განმავლობაში სასწავლო პრაქტიკას ტურიზმის სექტორში გადიოდნენ.
პრაქტიკა განხორციელდა ბსუ-ს და გერმანიის მასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტს შორის გაფორმებული მემორანდუმისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პროგრამული დაფინანსების ფარგლებში.
მსგავსი საერთაშორისო პრაქტიკები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის, რადგან ისინი არა მხოლოდ პროფესიულ კომპეტენციებს ავითარებენ, არამედ ეცნობიან საერთაშორისო სტანდარტებს, რაც მათ კონკურენტუნარიანობას ამაღლებს გლობალურ ტურიზმის ბაზარზე.
აღსანიშნავია, რომ 2013-2024 წლებში ბსუ-ს 600-ზე მეტმა სტუდენტმა წარმატებით გაიარა საწარმოო პრაქტიკა გერმანიაში, რაც უნივერსიტეტისა და მისი საერთაშორისო პარტნიორების ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია.