ტურიზმის ფაკულტეტი

სასწავლო ვიზიტი სასტუმრო „შერატონ ბათუმში“

სურათი

ბსუ-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის მესამე სასწავლო წლის სტუდენტებმა სასწავლო კურსის „სასტუმროს ოპერაციული მენეჯმენტი“ ფარგლებში, რომელსაც ასოცირებული პროფესორი მერაბ დიასამიძე კითხულობს, განახორციელეს პრაქტიკული ხასიათის სასწავლო ვიზიტი სასტუმრო „შერატონ ბათუმში“.

ვიზიტის მთავარი მიზანი იყო სტუდენტებისთვის თეორიული ცოდნის გაღრმავება პრაქტიკაში, სასტუმროს ოპერაციული პროცესების გაცნობა, ინფრასტრუქტურის დათვალიერება და მასპინძლობის ინდუსტრიაში პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება.

სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ სასტუმროს მართვის სტრუქტურას, სხვადასხვა დეპარტამენტების ფუნქციონირებას და მენეჯმენტის პრაქტიკულ მიდგომებს. სასტუმროს წარმომადგენლებმა სტუდენტებს გაუზიარეს ინფორმაცია სასტუმროს  ღირებულებებზე, სტანდარტებსა და ტურიზმის სფეროში დასაქმების თანამედროვე ტენდენციებზე.

აღნიშნული პრაქტიკული ვიზიტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტუდენტების პროფესიულ განვითარებას და ხაზს უსვამს პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების აუცილებლობას ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა