23 ოქტომბერი 2025 წელი

17-18 ოქტომბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა - ასოცირებულმა პროფესორმა ნარგიზ ფალავანდიშვილმა, ასისტენტ-პროფესორებმა ნათია ბერიძემ და თამარ ბერიძემ მონაწილეობა მიიღეს სტამბოლში, გელიშიმის უნივერსიტეტში გამართულ V საერთაშორისო კონფერენციაში ,,სოციალური და განათლების მეცნიერებები" (USBED).
სამეცნიერო სესიების ფარგლებში მონაწილეებმა წარადგინეს ტურიზმის დარგში მიმდინარე ტენდენციებზე დაფუძნებული ინდივიდუალური კვლევები და ისაუბრეს საქართველოს ტურიზმის სექტორის გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებზე.
ნარგიზ ფალავანდიშვილმა წარადგინა მოხსენება: „ფასწარმოქმნის მეთოდები და სტრატეგია სარესტორნო ბიზნესში (ბათუმის რესტორნების მაგალითზე)“.
ნათია ბერიძის მოხსენება შეეხებოდა თემას: „ინკლუზიური ტურიზმის ხელშეწყობა და მისი როლი საქართველოს მდგრად განვითარებაში“.
თამარ ბერიძემ კი წარადგინა თემა: „ღონისძიებები, როგორც რეგიონული ტურიზმის განვითარების ინსტრუმენტი საქართველოში“.
კონფერენციის მიზანი იყო საერთაშორისო სამეცნიერო გამოცდილების გაზიარება და დარგთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება. ვიზიტის პერიოდში ჩამოყალიბდა სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივები.
აკადემიური პერსონალის კონფერენციაში მონაწილეობა დაფინანსებული იყო ბსუ-ს ბიუჯედიტან - „ბსუ-ს პერსონალის პროფესიული განვითარების დაფინანსებისა და სტატიის გამოქვეყნებისათვის წახალისების წესის“ შესაბამისად.