29 ოქტომბერი 2025 წელი

„Erasmus+“-ის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტს ესტუმრა ლატვიის ვიძემის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის საერთაშორისო სწავლების მოდულის დირექტორი და ტურიზმის დეპარტამენტის ლექტორი ბატონი ილგვარს აბოლსი.
ვიზიტის ფარგლებში პროფ. აბოლსმა ჩაატარა ინტერაქტიული ლექციები და დისკუსიები ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის I, II და III კურსის სტუდენტებთან.
ლექციების თემატიკა მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
-
ივენთი როგორც დანიშნულების ადგილის პოპულარიზაციის ინსტრუმენტი (ლატვიის ქეისი);
-
ტურიზმი და მასპინძლობა ლატვიაში;
-
გასტრონომიული ტურიზმი.
სასწავლო საქმიანობის პარალელურად, ბატონი აბოლსი შეხვდა ტურიზმის ფაკულტეტის ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს, სადაც განიხილეს მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები, კერძოდ ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების შემუშავებისა და სხვა აკადემიური პარტნიორობის მიმართულებით.
ვიზიტმა კიდევ ერთხელ გააძლიერა ბსუ-სა და ვიძემის უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობა, რაც ხელს უწყობს ტურიზმის განათლების ინტერნაციონალიზაციასა და აკადემიური გამოცდილების გაცვლას.