28 ოქტომბერი 2025 წელი

ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის პროფესორმა ანზორ დევაძემ მონაწილეობა მიიღო 2025 წლის 21–23 ოქტომბერს ბაქოში (აზერბაიჯანი) ნავთობისა და მრეწველობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ევრაზიის მე-7 საერთაშორისო კონფერენციაში „რისკზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურული სისტემების დიზაინი და ექსპლუატაცია: მდგრადობის პარადიგმა“.
კონფერენციის მიზანი იყო ინტერდისციპლინარული მიდგომების ჩამოყალიბება რისკებზე დაფუძნებული მართვის მიმართულებით, რაც ხელს უწყობს ეფექტური ინფრასტრუქტურული მომსახურების მდგრადობას კლიმატის ცვლილების პირობებში.
პროფესორმა ანზორ დევაძემ კონფერენციაზე წარადგინა მოხსენება თემაზე:
„ეკოტურიზმი დაცულ ტერიტორიებზე, როგორც აჭარის რეგიონის მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინსტრუმენტი“.
მოხსენებაში ყურადღება გამახვილდა ეკოტურიზმის მნიშვნელობაზე რეგიონის ბუნებრივი რესურსების გონივრულად გამოყენებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერების თვალსაზრისით, რაც სრულად შეესაბამება მდგრადი განვითარების პრინციპებსა და რეგიონული განვითარების თანამედროვე გამოწვევებს.