ტურიზმის ფაკულტეტი

ბსუ-ში გაიმართა ტრენინგი თემაზე „ლიტერატურული ტურიზმი“

სურათი

ბსუ-ში გაიმართა ტრენინგი თემაზე „ლიტერატურული ტურიზმი“, რომელიც ტურიზმის ფაკულტეტთან არსებულ დასაქმების ფრანკოფონულ ცენტრში (CEF) ჩატარდა. ღონისძიება განხორციელდა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან (AUF) თანამშრომლობის ფარგლებში.

ტრენინგის უძღვებოდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლიანა ნოზაძე, ხოლო ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს -  ტურიზმის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სხვა ფაკულტეტების სტუდენტებმა. ისინი დაინტერესდნენ იმით, თუ როგორ უკავშირდება ლიტერატურა, კულტურა და ტურიზმი ერთმანეთს და როგორ შეიძლება ეს კავშირი გახდეს განვითარების ახალი შესაძლებლობა.

დასწრების პროცესში სტუდენტებმა იმსჯელეს ლიტერატურული ტურიზმის არსსა და საერთაშორისო გამოცდილებაზე, ჩაერთნენ ინტერაქციულ აქტივობებში, განიხილეს ლიტერატურული მემკვიდრეობის გამოყენების გზები ტურისტული პროდუქტების შექმნაში და გაანალიზეს ამ სფეროს პოტენციალი პროფესიული განვითარების თვალსაზრისით.

აღნიშნულმა ინიციატივამ ხელი შეუწყო სტუდენტებში ცნობიერების ამაღლებას კულტურული და ლიტერატურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის შესახებ, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში ტურიზმის მდგრადი განვითარების გზაზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა