ტურიზმის ფაკულტეტი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და IBIS STYLES BATUMI-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

ბსუ-ს და სასტუმრო - IBIS STYLES BATUMI შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს საგანმანათლებლო, სამეცნიერო და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას. შეთანხმების ფარგლებში, ტურიზმის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები სასტუმროში პრაქტიკას გაივლიან.

დოკუმენტი ასევე მოიცავს სტუდენტთა აკადემიური საქმიანობის მხარდაჭერას, უნივერსიტეტის პერსონალისთვის სპეციალური შეთავაზებების გაწევას, მხარეთა ურთიერთპოპულარიზაციასა და თანამშრომლობას საერთო ინტერესის მქონე მიმართულებებში.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ და სასტუმრო IBIS STYLES BATUMI-ს გენერალურმა მენეჯერმა სოფიკო მეგრელიშვილმა. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე გიორგი ქათამაძე და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი ნარგიზ ფალავანდიშვილი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა