8 დეკემბერი 2025 წელი

ტურიზმის ფაკულტეტზე გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე: „როგორ იქმნება ეფექტური სამოგზაურო კონტენტი“. ღონისძიების სპიკერი იყო ვიქტორია მელნიჩუკი - პროექტ „გამომყევი აჭარაში“ გამარჯვებული, რომელმაც დამსწრე აუდიტორიას სამოგზაურო კონტენტის შექმნის პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარა.
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. სტუდენტების მაღალი ჩართულობა და აქტიური დისკუსია ნათლად აჩვენებდა თემის აქტუალობასა და მონაწილეთა ინტერესს ტურიზმის სფეროს მიმართ.
ფაკულტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ვიქტორიას გადაეცა „ტურიზმის ფაკულტეტის მეგობრის“ სტატუსი და შესაბამისი სიგელი. შეხვედრის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობა და ახალი აქტივობები დაიგეგმა, რაც სტუდენტებს პროფესიულ ზრდაში კიდევ უფრო დაეხმარება.