22 დეკემბერი 2025 წელი

ვიქტორია ნონოიანი - ტურიზმის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი, რომელიც საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება აქტიური სტუდენტური ცხოვრება და შემოქმედებითი აზროვნება ჰარმონიულად ერწყმოდეს ერთმანეთს. ვიქტორია გამოირჩევა არა მხოლოდ ვიზუალური კომუნიკაციის შესანიშნავი უნარითა და ორიგინალური იდეებით, არამედ საგანმანათლებლო და კულტურულ ინიციატივებში მუდმივი ჩართულობით.
სწორედ მისი ეს მრავალმხრივი ნიჭი ვიხილეთ 19 დეკემბერს, ბსუ-ს ფოიეში გამართულ სამხატვრო გამოფენაზე - „მოტივARTორი“. უნივერსიტეტის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ვიქტორიამ საკუთარი ნამუშევარი წარმოადგინა, სადაც საიუბილეო თემატიკა თავისი უნიკალური ხედვითა და შთაგონებით გააცოცხლა.
გვეამაყება, რომ ჩვენი სტუდენტები ასეთი მრავალფეროვანი ნიჭით არიან დაჯილდოებულნი!