ტურიზმის ფაკულტეტი

საჯარო შეხვედრა პროექტ „კარგი მასპინძელი“ გამარჯვებულებთან

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტზე წარმატებით დასრულდა საჯარო შეხვედრა პროექტის „კარგი მასპინძელი“ გამარჯვებულებთან. ღონისძიება ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, სადაც სტუდენტებმა პირადად მოისმინეს სოფლის ტურიზმის განვითარების, ხარისხიანი მომსახურებისა და სტუმრის გამოცდილების შექმნის რეალური მაგალითები.

მადლობას ვუხდით:

  • მოწვეულ სტუმრებს -  აჭარის რეგიონის საუკეთესო მასპინძლებს, პროფესიული გამოცდილების გაზიარებისთვის;
  • აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს - ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის;
  • სტუდენტებს -  მაღალი ჩართულობისა და პროფესიული ინტერესისთვის.

მსგავსი შეხვედრები ტურიზმის ფაკულტეტის პრიორიტეტია, რადგან სწორედ პრაქტიკოსებთან დიალოგი ეხმარება მომავალ სპეციალისტებს რეალური ბაზრის მოთხოვნების აღქმაში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა