1 აპრილი 2026 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებთან საერთაშორისო გამოფენის ,,EBIT 2026“ სტაჟირების პროგრამის თემაზე შეხვედრა გაიმართა. ,,ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-17 საერთაშორისო გამოფენა EBIT 2026’’ საორგანიზაციო პროცესში ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები ჩაერთვებიან და ერთი თვის განმავლობაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ გამოფენის დაგეგმვა-განხორციელების პროცესში.
სტუდენტებს სტაჟირების პროგრამა და მისი შესაძლებლობები გააცნო თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარემ, ოსმან მჟავანაძემ. პროგრამის მთავარი მიზანია სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარება და უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნის რეალურ სამუშაო გარემოში ინტეგრირება.
სტაჟირების დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
-
სიღრმისეულ ანალიზს: ტურიზმის ორგანიზაციების მართვის პრინციპებისა და შრომის ბაზრის ტენდენციების გააზრებას
-
კრიტიკულ აზროვნებას: რთულ და არაპროგნოზირებად გარემოში პრობლემების იდენტიფიცირებასა და არგუმენტირებული დასკვნების ჩამოყალიბებას
-
ინოვაციურ მიდგომებს: პრაქტიკული პროექტების განხორციელებას, სერვისების გაუმჯობესებასა და ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარებას
-
გუნდურ მუშაობას: პროფესიული ეთიკის დაცვით, გუნდში ეფექტიანად მუშაობასა და პასუხისმგებლობის გაზიარებას
-
მდგრად განვითარებას: ტურიზმის მდგრადი განვითარების ინოვაციური მიდგომების დანერგვის ხელშეწყობას
სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეები ექსკურსიით თურქეთში გაემგზავრებიან, რომელსაც თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე, ოსმან მჟავანაძე უხელმძღვანელებს.