14 აპრილი 2026 წელი

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები განსაკუთრებულად და სიმბოლურად შეხვდნენ. ახალგაზრდებმა ისტორიულ ტაო-კლარჯეთში უძველესი ოთხთას ტაძარი სანთლებით გაანათეს. 10-12 აპრილს საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში 50-მდე სტუდენტმა მოინახულა ხახულის, ოშკის, იშხნის, ოთხთას, პარხალის, დოლისყანისა და ტბეთის ტაძრები და სამონასტრო კომპლექსები.
საველე პრაქტიკა განხორციელდა ,,კულტურული ტურიზმის“ და ,,საექსკურსიო საქმის“ სასწავლო კურსების ფარგლებში და მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის თეორიული ცოდნის გაღრმავებას და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას. სასწავლო-პრაქტიკული ტური ბსუ-ს ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელდა.