27 აპრილი 2026 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში, ,,EBIT 2026”-ში მონაწილეობის პარალელურად, იმყოფებოდნენ გასვლით სასწავლო ტურზე ქუთაისში. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა მოინახულეს ქუთაისის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, პრომეთეს მღვიმე, თეთრას მღვიმე, ასევე სასტუმრო პრომეთე, სადაც გაეცნენ ბალნეოლოგიური და გამაჯანსაღებელი ტურიზმის მიმართულებებს.
ტურის ფარგლებში სტუდენტებმა შეისწავლეს იმერეთის რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული რესურსები, ადგილზე გაეცნენ რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, სტუმარმასპინძლობის სფეროს სპეციფიკას და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც აღნიშნულ კუთხეს მნიშვნელოვან ტურისტულ მიმართულებად აყალიბებს.
გასვლითი ტური თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარის ოსმან ჩალიშქან მჟავანაძის მხარდაჭერით განხორცილდა.