„Expo Batumi”-ს ორგანიზებით, ბათუმში 2026 წლის 30 აპრილს, 1-2 მაისს, სასტუმრო შერატონში ,,ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-17 საერთაშორისო გამოფენა - EBIT 2026” გაიმართება. გამოფენის მიზანია, ტურისტული კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანება, ინოვაციებისა და ახალი სერვისების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ბიზნეს კონტაქტების მოძიება და სამომავლოდ საქმიანი ურთიერთობების გაგრძელება. გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია B2B შეხვედრები და სხვადასხვა ღონისძიებები.
გამოფენაში მონაწილეობას იღებს 90 ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტული კომპანია. მონაწილე კომპანიების საქმიანობის სფეროები:
გამოფენის მხარდამჭერები არიან: აჭარის ა/რ მთავრობა, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო, თურქეთის ტურისტული კომპანიების ასოციაცია (TURSAB), ბათუმის მერია, საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატა, აჭარის სავაჭრო–სამრეწველო პალატა, აჭარის ა.რ. ტურიზმის ინდუსტრიის ფედერაცია, საქართველოს გიდების ასოციაცია, აჭარის ა/რ გიდების ასოციაცია, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია, დაცული ტერიტორიების სააგენტო, ბათუმის ავტოტრანსპორტი, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია (IIA), თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (MÜSİAD), ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია (GÜRTİAD), საქართველოს ტელევიზიები და გაზეთები.