ტურიზმის ფაკულტეტი

იწყება რეგისტრაცია „საერთაშორისო სასტუმროს მენეჯმენტის“ ტრენინგ პროგრამაზე

სურათი

20-27 მაისს სასტუმრო ინდუსტრიის გერმანელი ექსპერტი, შვერინისა და ბერლინის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი, „Solutions Holding“-ის აღმასრულებელი დირექტორი, შტეფან გერჰარდი ტურიზმის ფაკულტეტის „ტურიზმის“ საბაკალავრო პროგრამის II და III სასწავლო წლის სტუდენტებისთვის ჩაატარებს ტრენინგს საერთაშორისო სასტუმროს მენეჯმენტში.

ტრენინგის მონაწილე წარმატებულ სტუდენტებს გერმანელი ექსპერტი სასწავლო ვიზიტით გერმანიაში უმასპინძლებს და ბრენდული სასტუმროების საქმიანობას გააცნობს. მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია გაგრძელდება 2026 წლის 13 მაისის ჩათვლით მოცემულ ლინკზე. დარეგისტრირებული სტუდენტებისთვის ჩატარდება გამოცდა ინგლისურ ენაში 15 მაისს, 11:00 საათზე, მისამართზე: საგამოცდო ცენტრი, ფიროსმანის 12.

📌 ტრენინგის მონაწილეები შეირჩევიან ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული ქულების მიხედვით.

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 568-857-547 

რეგისტრაციის ლინკი:

https://docs.google.com/forms/d/1Dn_HKIZC1gOFXo3UcG84qHX_I9OUd9FYGU4ozlYCwEw/edit?pli=1


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა