13 მაისი 2026 წელი

ტურიზმის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი ელენე წითელაძე და IV კურსის სტუდენტი მარიამ თედორაძე Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 2025/2026 სასწავლო წელს ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლობდნენ საფრანგეთში, University of Angers-ის ტურიზმის ეროვნულ ინსტიტუტში ESTHUA (Institut National de Tourisme).
პროგრამამ სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა, მიეღოთ საერთაშორისო აკადემიური გამოცდილება, გაცნობოდნენ ევროპულ საგანმანათლებლო გარემოს, გაეფართოებინათ პროფესიული ხედვა და მრავალკულტურულ სივრცეში განევითარებინათ როგორც აკადემიური, ისე პიროვნული უნარები.
სტუდენტებმა მოინახულეს სხვადასხვა ტურისტული და სასტუმრო ობიექტები, მონაწილეობა მიიღეს გასვლით ტურებსა და ექსკურსიებში, მათ შორის ანჟეს ისტორიულ შატოსა და ციხესიმაგრეში. ასევე, ქალაქგარეთ გასვლების ფარგლებში ადგილზე გაეცნენ ტურისტულ მარშრუტებს, კულტურულ მემკვიდრეობასა და ტურიზმის მართვის პრაქტიკულ ასპექტებს, რამაც მათ საერთაშორისო პროფესიული გამოცდილება კიდევ უფრო მეტად გაუღრმავა.