ტურიზმის ფაკულტეტი

საერთაშორისო გამოფენის „EBIT 2026”-ის სტაჟირებაში მონაწილე ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ

სურათი

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-17 საერთაშორისო გამოფენის „EBIT 2026”-ის სტაჟირებაში მონაწილე ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს ბსუ-ს რექტორი ტიტე აროშიძე, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი ნარგიზ ფალავანდიშვილი შეხვდნენ. ახალგაზრდებს ფორუმში აქტიური მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადეს და სერტიფიკატები გადასცეს.

სტუდენტები გამოფენაში წარმატებული მონაწილეობისათვის საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციისა და საერთაშორისო გამოფენებისა და ღონისძიებების კომპანია ,,ექსპო ბათუმის" მხარდაჭერით, ზაფხულში ისტორიულ კაბადოკიას ეწვევიან. სტუდენტებმა ბატონ ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძეს მადლიერების ნიშნად საქართველოს რუკის საათი გადასცეს წარწერით „ჩვენებური ვარ".

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა