15 მაისი 2026 წელი

ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები სასტუმრო Hilton-ში საზაფხულო ვაკანსიების გასაცნობად იმყოფებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს გენერალურმა მენეჯერმა პატრიკ ნაუთერმა გააცნო კომპანიის საქმიანობა, დასაქმების შესაძლებლობები და ის ბენეფიტები, რომლებსაც სასტუმრო სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს სთავაზობს. სტუდენტებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრაქტიკისა და კარიერული განვითარების შესახებ, რაც მათ მომავალ პროფესიულ გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.