ტურიზმის ფაკულტეტი

საზაფხულო სკოლა - „კულტურისა და მასპინძლობის გამოწვევები ტურიზმში“

სურათი

1-5 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს საერთაშორისო საზაფხულო სკოლას - „კულტურისა და მასპინძლობის გამოწვევები ტურიზმში: ბათუმის კარტოგრაფირება ტურისტული მიზნებისთვის (USE-IT)”. საზაფხულო სკოლა ბსუ-ს რექტორმა ტიტე აროშიძემ და სომხეთის გენერალურმა კონსულმა, ნარინე მათოსიანმა გახსნეს.

საზაფხულო სკოლა ორგანიზებულია ბსუ-ს ტურიზმის ფაკულტეტის, ფრანკოფონული დასაქმების ცენტრის (CEF Batoumi), ბსუ-ს UNESCO-ს კათედრის „უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია ინტერდისციპლინური კვლევებისა და განვითარების გზით“, ანჟეს უნივერსიტეტის (საფრანგეთი) და ვანაძორის სახელმწიფო უნივერსიტეტის (სომხეთი) თანამშრომლობით.

სკოლის მიზანია სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ჩართულობით ტურიზმის, კულტურისა და მასპინძლობის თანამედროვე გამოწვევების შესწავლა, ბათუმის ტურისტული სივრცის კვლევა და ქალაქის ტურისტული რესურსების კარტოგრაფირება USE-IT-ის საერთაშორისო მეთოდოლოგიის გამოყენებით.

პროგრამაში მონაწილეობენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ანჟეს უნივერსიტეტისა და ESTHUA-ს წარმომადგენლები - პროფესორები, მკვლევრები და დოქტორანტები, რომლებიც Erasmus+ საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში ჩაერთვებიან სასწავლო და კვლევით პროცესებში.

მონაწილეები გაეცნობიან ტურიზმის კვლევის ინტერდისციპლინურ მიდგომებს, მათ შორის კარტოგრაფიის, სოციოლოგიის, ანთროპოლოგიისა და ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა