ტურიზმის ფაკულტეტი

კონფერენცია „ტურიზმი: გამოწვევები და მდგრადი განვითარება“ - კულტურულ-შემეცნებითი ტური მაჭახელას ხეობაში

სურათი

VII საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ტურიზმი: გამოწვევები და მდგრადი განვითარება ფარგლებში, უცხოელი და ადგილობრივი სტუმრებისთვის მოეწყო კულტურულ-შემეცნებითი ტური მაჭახელას ხეობაში, რომელიც მიზნად ისახავდა  აჭარის რეგიონის უნიკალური ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას.

ტურის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს ხეობის ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობები, მუზეუმები და ტრადიციული სამჭედლო, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს აჭარის მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობასა და ტურისტულ პოტენციალს.

საერთაშორისო კონფერენცია აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და საერთაშორისო გამოფენებისა და ღონისძიებების კომპანია ,,ექსპო ბათუმის" პარტნიორობით გაიმართა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა