ტურიზმის ფაკულტეტი

ტურიზმის ფაკულტეტი კურსდამთავრებულთა კლუბს აფუძნებს

სურათი

ტურიზმის ფაკულტეტი აფუძნებს კურსდამთავრებულთა კლუბს, რომლის მიზანია დიპლომის მიღების შემდგომ კურსდამთავრებულთა შორის პროფესიული კომუნიკაციისა და ურთიერთობების შენარჩუნება, მეგობრული კავშირების გაღრმავება, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, ასევე ერთობლივი პროფესიული და საზოგადოებრივი ინიციატივების განხორციელება.

კურსდამთავრებულთა კლუბის დაფუძნების იდეა ჩამოყალიბდა „ექსპო ბათუმი 2026“-ის პრაქტიკანტებისთვის ორგანიზებული გასვლითი პროფესიულ-საგანმანათლებლო და შემეცნებითი ვიზიტის ფარგლებში. ვიზიტი განხორციელდა თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ აქსარაიში, კაბადოკიაში.

ვიზიტი მონაწილეებისთვის პროფესიული გამოცდილების გაღრმავებასთან ერთად მნიშვნელოვან კულტურულ და შემეცნებით გამოცდილებას წარმოადგენდა. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა მოინახულეს კაპადოკიისა და ნევშეჰირის მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობები, წარმოსახვის ხეობა, უჩჰისარის ციხესიმაგრე, კერამიკის დამზადების ცენტრი და იჰლარას ხეობა.

აღნიშნულმა ვიზიტმა ხელი შეუწყო მონაწილეებს შორის პროფესიული და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობების წარმოჩენას. სწორედ ამ გამოცდილების საფუძველზე გამოიკვეთა კურსდამთავრებულთა კლუბის შექმნის საჭიროება, რომელიც მომავალში ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა ერთიან პროფესიულ სივრცედ ჩამოყალიბებასა და მათ შორის მჭიდრო ურთიერთობების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა