ტურიზმის ფაკულტეტი

ტურიზმის ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები „სასტუმრო HILTON-ის კარიერის დღეს“ დაესწრნენ

სურათი

ტურიზმის ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები „სასტუმრო HILTON-ის კარიერის დღეს“ დაესწრნენ.

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ საერთაშორისო სასტუმრო ბრენდის სამუშაო გარემოს, დასაქმების შესაძლებლობებსა და თანამშრომელთათვის შეთავაზებულ შესაძლებლობებს. ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო პანელური დისკუსია, რომლის დროსაც სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტის მენეჯერებმა სტუდენტებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება, კარიერული განვითარების გზა და წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯები გაუზიარეს.

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს ასევე მიეცათ შესაძლებლობა, სასტუმროს წარმომადგენლებისთვის საკუთარი რეზიუმეები გადაეცათ, რათა მათი კანდიდატურები კომპანიის საკადრო ბაზაში მოხვედრილიყო. ეს კი მათ საშუალებას მისცემს, შესაბამისი ვაკანსიის გამოცხადებისთანავე მიიღონ დასაქმების შეთავაზება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა