ტურიზმის ფაკულტეტი

ბათუმის ბულვარის IV საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა თემაზე - „რეკრეაციული პარკები: მართვისა და განვითარების შესაძლებლობები“

სურათი

ბათუმის ბულვარის IV საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა თემაზე - „რეკრეაციული პარკები: მართვისა და განვითარების შესაძლებლობები“.

კონფერენციაში მონაწილეობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნარგიზ ფალავანდიშვილი,  რომელმაც წარადგინა პრეზენტაცია თემაზე: „ბათუმის ბულვარი ოვერტურიზმის პირისპირ: რეკრეაციული ტევადობის შეფასება და ვიზიტორთა ნაკადების დივერსიფიკაცია“.

მოხსენებაში წარმოდგენილი იყო ბათუმის ბულვარის რეკრეაციული ტევადობის შეფასების შედეგები, ზაფხულის პიკურ სეზონზე არსებული სივრცითი დისბალანსის ანალიზი და ვიზიტორთა ნაკადების ცენტრალური ზონიდან ახალი ბულვარისკენ გადანაწილების კონკრეტული, მონაცემებზე დაფუძნებული სტრატეგიები - თემატური მარშრუტების, სმარტ-მონიტორინგისა და ბიოკლიმატური ინფრასტრუქტურის განვითარების გზით.

მსგავსი კვლევები და საერთაშორისო პროფესიული დიალოგი მნიშვნელოვანი საფუძველია ჩვენი ქალაქის მთავარი რეკრეაციული სივრცის მდგრადი განვითარებისთვის.

საერთაშორისო კონფერენცია ბათუმის ბულვარის ორგანიზებით გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა