აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

დოქტორანტმა თამარა გაბოურ სადიმ მსხლის ჯიშის „ხეჭეჭურის“ ნაყოფის ბიოაქტიური ნაერთები შეისწავლა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში  ზაარლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტის (გერმანია) დოქტორანტმა თამარა გაბოურ სადიმ შეასრულა საკვალიფიკაციო ნაშრომის ექსპერიმენტული ნაწილი და შეისწავლა საქართველოში გავრცელებული მსხლის ჯიშის „ხეჭეჭურის“ ნაყოფის ბიოაქტიური ნაერთები. მიღებული შედეგები გამოქვეყნდა  სტატიის სახით MDPI-ის გამომცემლობის ჟურნალში “Sci”-ში. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ჟურნალის თხოვნით ერთ-ერთ ნომრის გარე ყდაზე დაიწერა ინფორმაცია შემდეგი შინაარსით:  „საქართველოში, განსაკუთრებით მის მთიანეთში, ხილის მრავალი ავტოქტონური ჯიშია შემორჩენილი. განსაკუთრებით საინტერესოა მსხლის საგვიანო ჯიშები, რომლებიც გვიან შემოდგომაზე იკრიფება და შესაბამის პირობებში შენახვის შემთხვევაში შესაძლებელია ერთ წლამდე შენახვა. ამ მხრივ უნიკალურ ჯიშს წარმოადგენს ხეჭეჭური. ტრადიციულად ნაყოფს ინახავდნენ ჭურში. მცენარე დაავადებების მიმართ კარგი გამძლეა და ნაყოფი გემრიელია სუსტი არომატით.

დოქტორანტი თამარა გაბოურ სადი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 2019 წელს იმყოფებოდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა