
აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერებმა ნინო კიკნაძემ, იამზე ჩხარტიშვილმა და ნინო მხეიძემ მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო კონფერენციაში „მე-7 ევრაზიული კონფერენცია: RISK 2025–Risk-oriented Design and Operation of Infrastructure Systems: Sustainability Paradigm“ („ინფრასტრუქტურული სისტემების რისკზე ორიენტირებული დიზაინი და ექსპლუატაცია: მდგრადობის პარადიგმა“), რომელიც 21-23 ოქტომბერს ბაქოში, აზერბაიჯანის ნავთობისა და მრეწველობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
კონფერენცია ორგანიზებული იყო აზერბაიჯანის ნავთობისა და მრეწველობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის (იტალია), კომპანია AMIR Technical Services LLC-ისა და გნედენკოს ფორუმის მიერ.
კონფერენციის მთავარი თემები მოიცავდა ტექნიკურ, ტექნოლოგიურ და კლიმატურ რისკებს და მათი გადაჭრის გზებს.
კონფერენციის გამორჩეულ მომხსენებლებს შორის იყვნენ ნობელის პრემიის ლაურეატები სვეტოსლავ ტიმაშევი (2007) და ელენა ნიკიტინა (2007).
ფორუმის განმავლობაში მონაწილეებმა შეძლეს კოლეგებთან შეხვედრა და უნივერსიტეტის ლაბორატორიების გაცნობა.
შეხვედრა გაიმართა აზერბაიჯანის ნავთობისა და მრეწველობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის რუფათ ალიევის და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის საბინა ალიევას ინიციატივით.
| უკან |











