
ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შერეული ფორმატით ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გეოფიზიკის აქტუალური პრობლემები“.
კონფერენციის ძირითადი მიზანი იყო - მეცნიერთა კავშირების დამყარება და განმტკიცება, სამეცნიერო კვლევების განვითარების პერსპექტივების განსაზღვრა, კონფერენციის თემის საკითხების მიმართ საშუალო და უმაღლესი სასწავლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროს გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერება.
კონფერენციის მიმართულებები მრავალფეროვანი იყო, სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდნენ ქართული და უცხოური სამეცნიერო, საგანმანათლებლო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც უშუალო შეხება ჰქონდათ კონფერენციის თემატიკასთან (უნივერსიტეტები, კვლევითი ინსტიტუტები, საგანმანათლებლო ორგანიზაციები, საგანგებო სიტუაციების სტრუქტურები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო კორპორაციები და სხვა).
კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიხეილ ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინსტიტუტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი,საქართველოს გეოფიზიკური ასოციაცია.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრებმა- ნინო კიკნაძემ, ნინო მხეიძემ,იამზე ჩხარტიშვილმა, ნუნუ კუტალაძემ, თამარ გოგოლიშვილმა და დარეჯან ჩიქოვანმა- აქტიური მონაწილეობა მიიღეს კონფერენციის მუშაობაში. მათ მიერ წარმოდგენილი იყო საინტერესო მოხსენებები კონფერენციის ერთ-ერთი თემატიკის - „ეკოსისტემისა და საზოგადოების ეკოლოგია, მიკრო- და მაკროეკოლოგია“ მიმართულებით.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ ბსუ-ს სტუდენტები: პრეზენტაციები წარმოადგინეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ეკოლოგიის და ფარმაციის სპეციალობის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა: მარი ართმელაძემ, მარიამ გოგიტიძემ,ჯანეტ კოჩალიძემ, ანანო გოგიტიძემ. კონფერენციის მონაწილეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.
კონფერენციის დასკვნით დღეს მონაწილეები გაეცნენ კოსმოფიზიკური კვლევების ლაბორატორიის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და იქ მიმდინარე კვლევებს. კონფერენციამ წარმატებით შეასრულა თავისი მისია,რომელიც გამოისახა მულტიდისციპლინური კომპლექსური კვლევების თანამედროვე მიღწევების პოპულარიზაციაში, ქვეყნების მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად კომპლექსური კვლევების გამოყენების გაფართოების შესაძლებლობებში.
| უკან |









