აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტში

სურათი

შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის ქართულ- ამერიკული სკოლის (გასბ-ი) სხვადასხვა კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ აგრარული მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტს. მათ ზღვის წყლის გაფილტვრის მეთოდებზე ესაუბრნენ და ექსპერიმენტები ჩაუტარეს ინსტიტუტის მეციერ-თანამშრომელმა ჯეირან ფუტკარაძემ და ინსტიტუტის ტექნოლოგმა ნუკრი კურცხალიძემ.

მოსწავლეებთან ერთად მოხდა ზღვის წყლის ფილტრაცია ელექტროდიალიზის მეთოდით, ამ დროს ხდება ზღვის წყლის გაუსნებოვნება და გაუმარილება.
შემდეგ ჰიდროქიმიური ანალიზის ლაბორატორიაში ჯეირან ფუტკარაძე ესაუბრა ზღვის წყლის ხარისხის მაჩვენებელი პარამეტრების შესახებ და მოსწავლეებთან ერთად განსაზღვრა ზოგიერთი მათგანი (pH, სიმღვრივე, მარილიანობა, ჟანგბადის შემცველობა, ბიოგენური მაჩვენებლები და სხვა) ტიტრიმეტრული და ინსტრუმენტალური მეთოდებით.

ღონისძიება ჩატარდა მესამე მისიის ფარგლებში და მისი მიზანი იყო შავი ზღვის დაბინძურების გამოწვევების, დაბინძურების პრევენციის და გასუფთავების მეთოდების შესახებ მოსწავლეთა ინფორმირებულობა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა