სამეცნიერო პროექტი - მძიმე ლითონების(უპირატესად სპილენძის) იონების შემცველი ჩამდინარე და გამრეცხი წყლების გაწმენდა ელექტროდიალიზის მეთოდით - ტექნოლოგიის შემუშავება, რეკომენდაციებისა და საწყისი მონაცემების გაცემა ელექტროდიალიზური აპარატების პროექტირებისათვის
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი - რაულ გოცირიძე
სამეცნიერო პროექტის დაფინანსების წყარო - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა - 2008-2009 წწ.
სამეცნიერო პროექტის მიზანი:
	- სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შედეგების გამოყენება ელქტროდიალიზური აპარატების დაპროექტებისა და დამზადებისათვის, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც ძირითადი ელემენტი ჩამდინარე წყლების გაწმენდის ტექნოლოგიაში.
	- ჩამდინარე წყლების, რომლებიც უპირატესად სპილენძის იონების შეიცავს, გაწმენდის   ტექნოლოგიური სქემების დამუშავება ელქტროდიალიზის მეთოდის გამოყენებით;
	- ტექნოლოგიური რეჟიმების შემუშავება;
	-სარესურსო გამოცდების ჩატარება, რომლებიც დაადასტურებდა ელექტროდიალიზური აპარატის     საიმედო მუშაობას.
სამეცნიერო პროექტის შედეგი - დამუშავებულია ელექტროლიზური აპარატურის გამოყენებით სპილენძის იონების შემცველი საწარმოო ჩამდინარე წყლების გაუმარილებისა და დაკონცენტრირების ტექნოლოგიური პროცესი. შერჩეულია და დამუშავებულია ელექტროდიალიზური აპარატის მოდელის კონსტრუქციულ ელემენტთა კვანძები; ტექნოლოგიური რეჟიმები. ელექტროდიალიზური აპარატები შესაძლებელია ჩართული იქნეს სპილენძის შემცველი საწარმოო წყლების გამწმენდი ტექნოლოგიური სქემებში, რაც მნიშვნელოვანია საქართველოში ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
| უკან | 
