რუმინეთის მთავრობის სტიპენდიები

რუმინეთის მთავრობის სტიპენდიები
გამოცხადდა რუმინეთის მთავრობის სტიპენდიები საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის. აპლიკანტებს შეუძლიათ, აირჩიონ მათთვის საინტერესო სასწავლო პროგრამა ყველა სფეროში, გარდა მედიცინისა, სტომატოლოგიური მედიცინისა და ფარმაციისა. ბაკალავრის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის სასწავლო პროგრამები ხელმისაწვდომია მხოლოდ რუმინულ ენაზე, რაც ხელს უწყობს რუმინული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას. სადოქტორო სტიპენდიის მფლობელებს შეუძლიათ აირჩიონ სწავლა რუმინულ ენაზე ან სასწავლო დაწესებულების მიერ დადგენილ უცხო ენაზე.
სრულად