საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა გთავაზობთ მაღალი ხარისხის მომსახურებას:
-
ტექსტის რედაქტირება;
-
ტექსტის კორექტირება;
-
ტექსტის დაკაბადონება;
-
წიგნის დიზაინი;
-
ტექსტის ტექნიკური მომსახურება (ფოტოების დამუშავება, ფორმატის განსაზღვრა და ა. შ.)
შესაძლებელია შემდეგი სახის პოლიგრაფიული პროდუქციის დამზადება:
-
წიგნები, კრებულები, კატალოგები, ალბომები, ბროშურები;
-
ჟურნალები, გაზეთები, ბიულეტენები;
-
აფიშები, სარეკლამო ფურცლები, პროგრამები, მოსაწვევები;
-
დიპლომები, სიგელები, ჩათვლის წიგნაკები, სტუდბილეთები;
-
საფირმო ბლანკები, სარეგისტრაციო ჟურნალები, პორტფოლიოები, სერტიფიკატები და სხვა მსგავსი პროდუქცია
პროდუქციის მაქსიმალური ფორმატი - A3
ავტორთა საყურადღებოდ!
ტექნიკური მოთხოვნები და სტილი, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს გამომცემლობაში დასაბეჭდად წარმოდგენილი აკადემიური ნაშრომი
-
გამომცემლობაში ელექტრონული სახით შემოსულ ტექსტს თან უნდა ერთვოდეს თავფურცელი, რომელშიც მითითებული იქნება ავტორის ვინაობა, სტატუსი, საკონტაქტო ინფორმაცია, ასევე ტექსტის ამონაბეჭდი.
-
ტექსტი აწყობილი უნდა იყოს შემდეგი შრიფტით: Sylfaen ან AcadNusx 12 (ქართული); Times New Roman 12 (ევროპული ენებისთვის), ინტერვალი 1,5.
-
ქართული ტექსტებისათვის უნდა გამოვიყენოთ ე.წ. ქვედა {„} და ზედა {“} ბრჭყალები, უცხოენოვანი ტექსტებისათვის – ე.წ. ზედა {" " }ბრჭყალები.
-
ბიბლიოგრაფიის შედგენის პრინციპი, ნაშრომის სპეციფიკიდან გამომდინარე, უნდა იყოს ერთგვაროვანი და დაცული მთელ ნაშრომში.
-
აკადემიური პუბლიკაცია, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ამას გამორიცხავს ნაშრომის სპეციფიკა, აღჭურვილი უნდა იყოს სამეცნიერო აპარატით (საძიებლები, ბიბლიოგრაფიული დანართი) და უცხოენოვანი რეზიუმეთი.
აკადემიური საბჭოს დადგენილება N 110 (30.11.2017) - „ბსუ-ში ციტირებისა და ბიბლიოგრაფიის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ“