
ERASMUS+ საგრანტო პროექტი - „პროფესიული განათლებისა და სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა მენტორინგისა და ტუტორინგის სისტემით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში", მიზნად ისახავს სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობას მათი შესაბამისი პროფესიული კომპეტენციების და სამოქალაქო ჩართულობის განვითარებით პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებში ტუტორობისა და მენტორობის სისტემის დანერგვის გზით, რაც განავითარებს და გააუმჯობესებს სტუდენტების უნარებს, ასევე აქტიურ ჩართულობას სამოქალაქო ცხოვრებაში.
პროექტის მიზანია ტუტორობისა და მენტორობის სქემების შემუშავება, T&M ცენტრების დაფუძნება, სწავლა/სწავლების მასალების შემუშავება, აკადემიური პერსონალის, სტუდენტებისა და მენტორების მომზადება, ასევე უსდ-ებს შორის ინტერნაციონალიზაციის გზით თანამშრომლობა.
პროექტის პარტნიორებია:
- ლვოვის პოლიტექნიკური ეროვნული უნივერსიტეტი (LPNU);
- დნიპროს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (DniproTech);
- პეტრო მოგილას შავი ზღვის ეროვნული უნივერსიტეტი (ნიკოლაევი) (PMBSNU);
- ჩერნიგოვის პოლიტექნიკური ეროვნული უნივერსიტეტი (CPNU);
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (BSU);
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (GTU);
- სილეზიის ტექნიკური უნივერსიტეტი (SUT);
- პერუჯას უნივერსიტეტი (UNIPG);
- ავეიროს უინვერსიტეტი (UA);
- ვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (TUW);
- ასოციაცია „საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ბიზნეს-მომსახურების ლვოვის კლასტერი“ (Lviv IT-Cluster);
- დნეპროპეტროვსკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა (DCCI);
- მიკოლაევის სამხარეო სახელმწიფო ადმინისტრაციის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტი (DESMRSA);
- ჩერნიგოვის რეგიონის საინფორმაციო ტექნოლოგიების საწარმოთა ასოციაცია "Chernihiv IT Cluster" (Chernihiv IT);
- აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა (ACCI);
- შპს ქოუჩინგის აკადემია (CA).
ბსუ-ში PROMENT-ს ხელმძღვანელობს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა თურმანიძე, ხოლო პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გუნდი დაკომპლექტდა ბსუ-ს ადმინისტრაციული პირების, სტუდენტთა კარიერული განვითარების სამსახურის და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებისგან.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში პროექტის მონაწილეები იმყოფებოდნენ ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში (პერუჯას უნივერსიტეტი (იტალია), ვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ავსტრია), სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (პოლონეთი), ავეიროს უნივერსიტეტი (პორტუგალია), სადაც გაეცნენ ამ უნივერსიტეტებში მოქმედ ტუტორინგისა და მენტორინგის სქემებს და გაიზიარეს მათი გამოცდილება და პრაქტიკა, აღნიშნული სერვისების როლი და მნიშვნელობა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, რაც მიზნად ისახავს სტუდენტთა მხარდაჭერას, დაკვალიანებას აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობაში. ასევე გაეცვნენ ისეთ ძირითად სერვისებს, როგორიცაა: FOCUS - საგანმანათლებლო საკონსულტაციო სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტების ფსიქოლოგიურ დახმარებას და სასწავლო სირთულეების დაძლევაში მხარდაჭერას; კარიერული განვითარების სერვისი, რომელიც ატარებს საორიენტაციო შეხვედრებს მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის დასაქმების პერსპექტივების თვალსაზრისით; AKMATH და FAME - პირველკურსელთა მენტორობის პროგრამებს; GESTU და TU Barrierfrei - მხარდაჭერის პროგრამები სმენადაქვეითებული, სპეციალური საჭიროებებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე სტუდენტებისთვის და სხვ.
პროექტის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგაზაფხულო სკოლა ჩატარდა. ოთხდღიან სალექციო კურსებსა და სესიებს სტუდენტთა მხარდაჭერისა და ხელშეწყობის პროგრამების შესახებ ვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (TU WIEN, ავსტრია), სილეზიის ტექნიკური უნივერსიტეტის (SUT, პოლონეთი), პერუჯას უნივერსიტეტის (UNIPG, იტალია), ავეიროს უინვერსიტეტის (UA, პორტუგალია) პროფესორ-მასწავლებლები წარუძღვნენ და საგაზაფხულო სკოლის მონაწილეებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მენტორინგისა და ტუტორინგის სისტემის დანერგვისა და ფუნქციონირების გამოცდილება გაუზიარეს. მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართული დისკუსიებში, პრაქტიკულ მეცადინეობებსა და სიტუაციურ ამოცანებში.
პროექტის ფარგლებში უჟგოროდში (უკრაინა) დაიგეგმა ვორქშოფი და საკოორდინაციო შეხვედრა, სადაც მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება თავიანთ უნივერსიტეტებში მენტორობის და ტუტორობისა სქემების დანერგვის შესახებ, განიხილეს ინოვაციური მიდგომები, უკუკავშირები, საგანმანათლებლო სტრატეგიები, ყურადღება გაამახვილეს ძირითად გამოწვევებსა და პერსპექტივებზე. კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა დისკუსიები და პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ წარმოდგენილი სქემების განხილვა და შეჯამება. საკოორდინაციო შეხვედრაზე განიხილეს პროექტის ორწლიანი ანგარიში: ადმინისტრირების ასპექტები, პროგრესი, გამოწვევები და საკვანძო შედეგები.
აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ბსუ-ს თანამშრომლობით ჩატარდა ტრენინგ კურსი „ბიზნესი ონლაინ“, რომლის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტებისთვის ციფრული მარკეტინგის თანამედროვე სტრატეგიებისა და პრაქტიკული ინსტრუმენტების გაცნობა.
ბსუ-ში სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის შენარჩუნების, ასევე სტუდენტების სოციალური აქტივობის, პროფესიული უნარების განვითარებისა და კარიერული წინსვლის ხელშეწყობის მიზნით, ბსუ-ს წარმომადგენლობითი საბჭოს 2024 წლის 15 ნოემბრის №07-01/67 გადაწყვეტილებით დამტკიცდა ტუტორობისა და მენტორობის (T&M) პროგრამა, რომელიც შემუშავებულია ERASMUS + საგრანტო პროექტის „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიული განათლებისა და სტუდენტთა ჩართულობის ხელშეწყობა მენტორობისა და ტუტორობის სისტემის მეშვეობით” (PROMENT) ფარგლებში.
ტუტორინგისა და მენტორინგის პროგრამა (T&M პროგრამა) არის მეთოდების, პროცედურების, უნივერსიტეტის სტრუქტურების/სერვისების და მონაწილეების (სათანადო კომპეტენციის მქონე პერსონალი, სტუდენტები, მენტორები და ტუტორები) ერთობლიობა, რათა უნივერსიტეტმა ხელი შეუწყოს სტუდენტზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო პროცესს. მენტორობისა და ტუტორობის პროგრამის ეფექტურ მუშაობას კოორდინაციას უწევს ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი. პროგრამის მიზანია სტუდენტების სოციალური აქტივობის, მათი პროფესიული უნარების განვითარებისა და კარიერული წინსვლის ხელშეწყობა.
პროექტი ითვალისწინებდა შემუშავებული პროგრამის პილოტირებას, ადაპტაციას ბსუ-ს თავისებურებებთან და პილოტირებას.
საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად, პროექტის გუნდმა გამოიკვლია სტუდენტთა საჭიროებები და დაგეგმა აქტივობები, შემუშავდა სახელმძღვანელო მასალები, მენტორის, ტუტორის და მაძიებლის სტატუსის მოპოვების, თანამშრომლობის პირობები.
მიმდინარე ეტაპზე ხორციელდება მენტორობისა და ტუტორობის პროგრამის იმპლემენტაცია: ტუტორების მომზადება, პოტენციური მენტორებისთვის პროგრამის მუშაობის პრინციპების გაცნობა.
| უკან |




