კონფერენცია მეცნიერების ფერტივალის ფარგლებში

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 19 სექტემბერს გაიმართა მეცნიერების ფესტივალი - “საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა”
ფესტივალის მიზანი მეცნიერების პოპულარიზაცია, ახალგაზრდების მეცნიერებით დაინტერესება, კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართულობის ზრდა გახლდათ.
სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე IV“. სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, რუმინეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის თანაორგანიზატორობით. მიმდინარე წელს, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, როგორც ქართველი, ასევე უცხოული მომხსენებლის მიერ, 350-ზე მეტი მოხსენება იყო წარმოდგენილი.
გაზეთ ბათუმის უნივერსიტეტის კითხვებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ბატონი როინ მალაყმაძე პასუხობს.