
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 91-ჯერ ეგებება ახალ წელს. გულითადად გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, კვლევით ინსტიტუტებსა და მეცნიერ-თანამშრომელებს, უნივერსიტეტის თითოეულ გულშემატკივარს. პირველ რიგში ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, წარმატებებს, დასახული მიზნების ღირსეულად განხორციელებას გისურვებთ. 90-წლიანი გამოცდილება თამამად გვათქმევინებს, რომ ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ.
ისტორიულად, რეგიონში არსებული პირველი უმაღლესი სასწავლებელი, ღირსეულად ემსახურება თაობათა აღზრდა-დაფრთიანების საქმეს. ცხრა ათეული წელია, ეს საგანმანათლებლო კერა არაერთი გამოწვევის პირისპირ დამდგარა და პასუხიც ღირსეულად გაუცია. კურსდამთავრებულები რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში, წარმატებით ემსახურებიან დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, წარსული ტრადიციების გათვალისწინებით, ეროვნული თაობის აღზრდის საქმეში, რომელიც ხვალინდელ დღეს ჩაუდგება სათავეში, კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება. ჩვენს პროფესურას აქვს გაცნობიერებული, რომ ყოველი ახალი წელი ახალი გამოწვევაა, კონკურენცია იზრდება და კადრების მომზადების საქმეში, ფაქტობრივად, ინოვაციურ გეგმათა დასახვა მნიშვნელოვან გამოწვევებს წარმოადგენს.
დიდი მადლობა თითოეულ პარტნიორ ორგანიზაციასა თუ დამსაქმებელს თანადგომისთვის, მადლობა საერთაშორისო ორგანიზაციებს. თქვენი წვლილი დიდია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოპულარიზაციისა და წარმატების საქმეში.
2026 წელს არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება. დარწმუნებული ვარ, თითოეული დროული გამოწვევა და დროული რეაგირება, მომავალ თაობასა და რეგიონს, მეტ სასიკეთო ძვრას მოუტანს.
2026 წელი თითოეული თქვენგანისთვის, ჩვენი უნივერსიტეტისთვის სიკეთის, სიხარულისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს. რწმენა, ურთიერთგატანა, მეტი საქმის კეთება, თანადგომა, სიკეთის ქმნის უშრეტი სურვილი და ღვთის წყალობა ყოფილიყოს თქვენი და თქვენი ოჯახების თანმდევი ძალა. წარმატებულ 2026 წელს გისურვებთ!
ტიტე აროშიძე,
ბსუ-ს რექტორი
| უკან |
