10 ოქტომბერი 2025 წელი
ბსუ-ში ,,თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის“ ხელმძღვანელმა ლევან ბექაიამ 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის პრემიისა და სტიპენდიების მფლობელები დააჯილდოვა.
პრემია გადაეცა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართულ ენასა და უცხო ენაში ყველაზე მაღალი შედეგის მქონე ბსუ-ს მათემატიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს იმედა ლომაძეს.
სტიპენდიები გადაეცათ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს მარიამ ობოლაძეს, სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს ნინო მარშავას და ბიოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს ლინდა ებრალიძეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბსუ-ს რექტორის მოადგილე გიორგი ქათამაძე, ზუსტ მეცნიერებათა განათლების ფაკულტეტის დეკანი ლელა თურმანიძე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი რუსუდან ხუხუნაიშვილი, რომლებმაც სტუდენტებს მიულოცეს მიღწეული შედეგი და წარმატებები უსურვეს.
,,თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი’’ უკვე მეოთხე წელია ყოველსემესტრულად, 5 თვის განმავლობაში 300-ლარიან სტიპენდიას გადასცემს ბსუ-ს სამ სტუდენტს- პედაგოგიკის, მედიცინის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულებით. ასევე სასწავლო წლის დასაწყისში 2000 ლარის ოდენობით პრემიას გადასცემს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართულ ენასა და უცხო ენაში ყველაზე მაღალი შედეგის მქონე ბსუ-ს ერთ სტუდენტს.