22 დეკემბერი 2025 წელი

ბსუ-ს 90 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, სტუდენტთა ნახატების გამოფენა-კონკურსი „მოტივARTორი - ხელოვნება ყველა ფაკულტეტს“ გაიმართა. სტუდენტებმა თავიანთ ნამუშევრებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი სხვადასხვა მხატვრულ სტილში წარმოადგინეს - ძველი, თანამედროვე და მომავლის ხედვით, ასევე წლის სხვადასხვა სეზონის ინტერპრეტაციით.
გამოფენას უნივერსიტეტის რექტორი ტიტე აროშიძე, რექტორის მოადგილე გიორგი ქათამაძე, ფაკულტეტების დეკანები, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ.
კონკურსში გამოვლინდნენ I, II და III ადგილის გამარჯვებულები. ნახატები უნივერსიტეტს საჩუქრად გადაეცემა და ბსუ-ს სივრცეში გამოიფინება.