ოპტიმალური მართვის ამოცანა კონტაქტური ამოცანისთვის (არალოკალური სასაზღვრო პირობებით)
დ. დევაძე
ელ. ფოსტა: david.devadze@gmail.com
სემინარზე განიხილული იქნება განაწილებული სისტემის ოპტიმალურ მართვის ამოცანას, რომელიც აღწერილია ელიფსური კერძოწარმოებულებიანი დიფერენციალური განტოლებით არალოკალური კონტაქტური სასაზღვრო პირობებით. არალოკალური სასაზღვრო ამოცანებისთვის ჩამოყალიბებულია წრფივი ოპტიმალური მართვის ამოცანა ინტეგრალური ფუნქციონალით. არალოკალური საკონტაქტო სასაზღვრო ამოცანისთვის მიღებულია ოპტიმალობის აუცილებელი და საკმარისი პირობა. დადგენილი ოპტიმალობის პირობების საფუძველზე, შესაძლებელია ოპტიმალური მართვის ამოცანის ამოსახსნელად რიცხვითი ალგორითმის ჩამოყალიბება.
მიღებული შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ ამოცანების შესწავლაში, რომლებშიც არალოკალური ეფექტები და კონტაქტური ურთიერთქმედებები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, განსაკუთრებით უწყვეტ მექანიკასა და დიფუზიური პროცესების თეორიაში.
| უკან |
