![გადიდება სურათი](http://www.bsu.ge/text_images/ge_pic_12306_1_s.jpg)
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა და ყაზახეთის განათლების და კულტურის სამინისტროს ფილოსოფიის, პოლიტოლოგიის და რელიგიათმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა ახან ბიჟანოვამ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება ითვალისწინებს სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას. მხარეთა შეთანხმებით, ჩატარდება ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები, კონგრესები, საზაფხულო სკოლები, სემინარები და კულტურული ღონისძიებები.
უკან |