იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

შემაჯამებელი შეხვედრა იურიდიული კლინიკაში

სურათი

იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  იურიდიულ კლინიკაში, შედგა შემაჯამებელი შეხვედრა იურიდიული კლინიკის სტუდენტებთან, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს სტაჟირება;  ასევე,  კონკურსის შედეგად შერჩეულ კლინიკის ახალ წევრ სტუდენტებთან. ფაკულტეტის დეკანმა სტაჟიორებს მიულოცა პრაქტიკის წარმატებით დასრულება, ისაუბრა პროფესიულ საქმიანობაში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელმა შეაჯამა სტუდენტთა საქმიანობა PRO BONO მიმართულებით, ასევე კლინიკის პროექტები, სადაც სტუდენტებმა შეძლეს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, კრიტიკული აზროვნების, გუნდური მუშაობის, პრეზენტაციისა და გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარება. შეხვედრის დასასრულს სტაჟირების მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა