
იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა მორიგი „ოთხშაბათობის“ შეხვედრა.
მომხსენებელი გახლდათ ბსუ-ს ემერეტუს-პროფესორი ნოდარ ბარამიძე. ღონისძიებას ესწრებოდა ფსიქოლოგიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები და ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები.
მომხსენებელმა ისაუბრა თემაზე - „უზნაძე, ვიგოტსკის თეორია სწავლებისა და განვითარების ურთიერთობის პრობლემის შესახებ“. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ავტორისეული განხილვა და მიგნება ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რაც იმსახურებს განხილვას მეცნიერთა ფართო წრეში.
შეხვედრა კითხვა–პასუხის ფორმატში წარიმართა.
| უკან |




