იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების სასწავლო ვიზიტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში

სურათი

ბსუ-ს სამართალმცოდნეობის სპეციალობის სისხლის სამართლის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტები, პროფესორ ომარ ფარტენაძის ხელმძღვანელობით, იმყოფებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში.

ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები დაწვრილებით და ამომწურავად გაეცნენ დეპარტამენტში მოქმედი თითოეული ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას. საექსპერტო ლაბორატორიებში მათთვის ჩატარდა საჩვენებელი კვლევები, რომლებიც ხორციელდება დეპარტამენტის ყველა ლაბორატორიაში.

სასწავლო ვიზიტი გამოირჩეოდა მაღალი შემეცნებითი და პრაქტიკული მნიშვნელობით და სტუდენტებისთვის მეტად საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა