იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ლიეტუვას მიკოლას რომერის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დელეგაციის ვიზიტი

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ლიეტუვას მიკოლას რომერის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დელეგაცია ეწვია. სტუმრებს ბსუ-რექტორმა ტიტე აროშიძემ და იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ლევან ჯაყელმა უმასპინძლეს. ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, ისაუბრეს ფაკულტეტის მიღწევებსა და გამოწვევებზე და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ლიეტუვას მიკოლას რომერის უნივერსიტეტთან ახორციელებს ორმაგი დიპლომის ინგლისურენოვან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამას. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პროგრამის მოდიფიცირებასთან დაკავშირებული და საქართველოს განათლების სისტემაში არსებულ რეფორმებთან მისი თავსებადობის საკითხები განიხილეს.

სტუმრებმა საინტერესო შეხვედრები გამართეს სამართლისა და საჯარო მმართველობის დეპარტემენტის აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან, ასევე ლიეტუვაში სწავლის გაგრძელების მსურველებთან.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა