იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საერთაშორისო კონფერენცია „ალიანსების ცვლილება, თხრობა და ღირებულებათა ნარატივი შავი ზღვის რეგიონში“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია ,,ალიანსების ცვლილება, თხრობა და ღირებულებათა ნარატივი შავი ზღვის რეგიონში“ გაიხსნა. კონფერენციაში 11 ქვეყნის 25  მეცნიერი მონაწილეობს საქართველოდან, თურქეთიდან, კანადიდან, იაპონიიდან, ყაზახეთიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან, შვეიცარიიდან, ნიდერლანდებიდან, რუმინეთიდან და ჩეხეთიდან. ღონისძიება ეფუძნება Global Discourse-ში გამოქვეყნებულ ბოლოდროინდელ კვლევებს და ავითარებს ნარატივების როლის სისტემურ, ინტერდისციპლინურ შესწავლას საერთაშორისო ურთიერთობებში.

კონფერენცია იკვლევს თუ როგორ ახდენს ღირებულებები, რომლებიც ჩაქსოვილია პოლიტიკურ დისკურსში გავლენას გადაწყვეტილებათა მიღებაზე ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე. ღირებულებსა და ინტერესებს შორის ურთიერთობის წინა პლანზე გამოტანით, ღონისძიება ქმნის პლატფორმას, სადაც გაანალიზდება, თუ როგორ სტრუქტურირდება კონკურენტული ნარატივებით საგარეო პოლიტიკის არჩევანი, საზოგადოებრივი აღქმებები და რეგიონული ინტეგრაციის პროცესები.

მოხსენებები ეყრდნობა საერთაშორისო ურთიერთობებს, პოლიტიკურ მეცნიერებას, სოციოლოგიას, ანთროპოლოგიას, მედიის კვლევებსა და მასთან დაკავშირებულ დარგებს.

პროგრამის რვა თემატური პანელი მოიცავს: საზღვაო სივრცესა და უსაფრთხოებას; ომის პერიოდის პოლიტიკურ ეკონომიკას და სანქციებს; საზღვრებს, ესთეტიკასა და სივრცით წარმოდგენებს; იდენტობასა და კავშირგაბმულობას; მიგრაციასა და ლიბერალური ნარატივების კრიზის; ევროპულ კუთვნილებასა და აღიარებას; ნორმებისა და საერთაშორისო სამართლის სეკიურიტიზაციას; ასევე იმ ინფრასტრუქტურებს, რომელთა მეშვეობითაც ნარატივები იქმნება, ვრცელდება და სადავო ხდება.

მოხსენებები ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: თურქეთის გეოეკონომიკური როლი, ომის ნარატიული კონსტრუქციები, 2022 წლის შემდეგ დუნაის დელტაში მიმდინარე ცვლილებები, აზერბაიჯანის ღირებულებებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა და ევროპული სუვერენიტეტისა და აღიარების პოლიტიკის ევოლუცია.

ბათუმში, შავი ზღვის პოლიტიკური და კულტურული გეოგრაფიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სივრცეში გაერთიანებით კონფერენცია მიზნად ისახავს გააღრმავოს აკადემიური ცოდნა იმაზე, თუ როგორ აყალიბებს ნარატივები რეგიონულ დინამიკას და ხელი შეუწყოს მდგრად აკადემიურ თანამშრომლობას საერთაშორისო ურთიერთობებში ღირებულებების შესწავლის მიმართულებით.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა