
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამართლის დოქტორის, პროფესორ ამირან ზენაიშვილის წიგნის - ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” წარდგინება.
წიგნის ავტორმა აუდიტორიას დეტალურად გააცნო ნაშრომის ძირითადი მიმართულებები, ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის სამართლებრივი საფუძვლები და კოდექსის პრაქტიკული მნიშვნელობა თანამედროვე მმართველობის პროცესში. შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო თვითმმართველობის როლს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, მუნიციპალური მართვის გამოწვევებსა და სამართლებრივი რეგულაციების პრაქტიკაში განხორციელების საკითხებს.
შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. ღონისძიებას უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
| უკან |










