იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებმა დუბლინში ICON·S 2026-ის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

სურათი

2026 წლის 29 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში ჩატარდა საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების ყოველწლიური კონფერენცია (ICON·S 2026), სადაც სამი დღის განმავლობაში, 601 სესიაზე 2,088 მონაწილემ წარმოადგინა მოხსენებები. 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლევან ჯაყელმა, პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ და მოწვეულმა ლექტორმა მაგდა ჯაფარიძემ. 

ბსუ-ს წარმომადგენლები აგრეთვე დაესწრნენ უცხოელი კოლეგების პანელებს, პლენარულ სესიებს, კონფერენციის დახურვის ცერემონიას, ასევე კონფერენციის ფარგლებში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებას.  ბსუ-ს აკადემიური პერსონალის მიერ კონფერენციაზე წარდგენილი მოხსენებები:

1. Malkhaz Nakashidze — Batumi Shota Rustaveli State University, Georgia - Technologies and Fight Disinformation and Foreign Information Manipulation and Interference Against the EU and Its Values in Georgia (Panel 6.27)

2. Magda Japharidze — University of Georgia, Georgia - Challenges to the Rights of the Child to Freedom of Opinion, Information and the Internet in Georgia (Panel 6.27)

3.  Levan Jakeli (Batumi Shota Rustaveli State University, Georgia);  Lyra Jakulevičienė (Mykolas Romeris University, Lithuania) - The Right to Make Mistake as a (Prospective) Fundamental Human Right (Panel 11.43)

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ კონფერენციის პროგრამა: https://shorturl.at/9iK8W

კონფერენციაში მონაწილეობა განხორციელდა უცხოეთში გასამართ სამეცნიერო ღონისძიებებში (კონფერენციები, სემინარები, კონგრესი, ფორუმები) მონაწილეობისათვის ბსუ-ს მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში ბსუ-ს ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსებით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა