იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

“უფრო ახლოს ევროკავშირთან”

სურათი

(CEU - Grant Agreement N 101126679 ERASMUS2027 Jean Monnet Chair)

ჟან მონეს კათედრა დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ Jean Monnet-ს პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის სამართლის ნორმების, კერძოდ ევროკავშირის კონკურენციის სამართლისა და ევროკავშირის მომხმარებელთა სამართლის პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით.

პროექტი განხორციელდა 2023-2026 აკადემიურ წლებში. იგი მიზნად ისახავდა ევროკავშირის კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა სამართლის ორი სასწავლო კურსის სწავლებას ბსუ-ში იურდიულ და ეკონომიკის ფაკულტეტებზე სამაგისტრო საფეხურზე.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა საჯარო ლექციები ბათუმში მოქმედ საჯარო სკოლებში ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით, ასევე გაიმართა საზაფხულო სკოლები და ტრეინინგები ევროკავშირის კონკურენციის სამართლის საკითხებზე. გარდა ამისა, ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივები“. და პროექტის ბოლო საფეხურზე გამოიცემა სახელმძღვანელო ევროკავშირის კონკურენციის სამართალში.

გთხოვთ, სახელმძღვანელო იხილოთ ქვემოთ მოცემულ ლინკზე.

  EU Competition Law Handbook

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა