სტუდენტური „უნივერსიადა - 2011“
                            
                             11 მაისი 2011 წელი
                            
სტუდენტური „უნივერსიადა - 2011“
სტუდენტური „უნივერსიადა - 2011“
სტუდენტური „უნივერსიადა - 2011“
საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად 3 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით “უნივერსიადა – 2011”–ს ატარებს. სტუდენტურ შეჯიბრში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოცდაათი სტუდენტი მონაწილეობს. ახალგაზრდები შესაძლებლობებს  სპორტის ათ სახეობაში წარმოაჩენენ. ესენია: მაგიდის ჩოგბურთი, ბერძნულ–რომაული ჭიდაობა, თავისუფალი ჭიდაობა, ძიუდო, ქართული ჭიდაობა, კრივი, ქუჩის კალათბურთი (სტრიტბოლი),  მძლეოსნობა,  ჭადრაკი, მკლავჭიდი.  8 მაისს გამართულ მაგიდის ჩოგბურთის შეჯიბრში რსუ-ს გოგონათა გუნდის წევრებმა ნონა მარქარიანმა და მაია ბარამიძემ II-III საპრიზო ადგილები დაიკავეს და თასითა და დიპლომებით  დაჯილდოვდნენ. „უნივერსიადა - 2011“ -ის შედეგების მიხედვით სპორტის 20-მდე სახეობაში საქართველოს სტუდენტური ნაკრები გუნდები შეირჩევა, რომლებიც 12–25 აგვისტოს ჩინეთის მსოფლიო უნივერსიადაში მიიღებენ მონაწილეობას.
 
სრულად