სამეცნიერო პროექტის შედეგების წარდგინება
                            
                             21 ნოემბერი 2017 წელი
                            
სამეცნიერო პროექტის შედეგების წარდგინება
21 ნოემბერს, 14:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 307-ე აუდიტორიაში (II კორპუსი) ჩატარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო გრანტის - „დასავლეთ საქართველოში გავრცელებული კივის, ფეიჰოას, მოცვის და სხვა კენკროვნების ნაყოფის ქიმიური შედგენილობის შესწავლა მოკრეფის, შენახვის და შეფუთვის ოპტიმალური წესების დასადგენად“  პროექტის ანგარიში.