სტუდენტური სტარტაპ ბანაკი
                            
                             13 ნოემბერი 2017 წელი
                            16-18 ნოემბერს, Impact Hub Tbilisi Garage48-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, ბათუმში მართავს სტუდენტურ სტრატაპ ბანაკს - ინტენსიურ კურსს იდეების შემდეგ ეტაპზე გადასაყვანად და სტარტაპის დასაწყებად საჭირო ძირითადი ცოდნის შესაძენად. ბანაკს აქტიური მეწარმეები და საერთაშორისო ტრენერები უხელმძღვანელებენ და მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც აინტერესებს მეწარმეობა, ან სწავლობს/მუშაობს კომპიუტერული პროგრამების შექმნაზე, დიზაინზე, მარკეტინგსა თუ პროექტების მართვაზე.მონაწილეებს გადაეცემათ საერთაშორისო სერტიფიკატი და საჩუქარი პარტნიორებისგან.